საკონდიტრო "დონა" მუშაობას ანახლებს

Batumi Daily

საკონდიტრო “დონა”, რომელიც დაახლოებით 1 თვეა დაკეტილია, თანამშრომლების კორონავირუსით ინფიცირების მიზეზით, მუშაობას 5 ოქტომბრიდან გაავრცელებს. მათ მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუქ განცხადებაში ვკითხულობთ - „ძვირფასო და ერთგულო მომხმარებლებო, 5 ოქტომბრიდან ჩვენი კარები კვლავ იხსნება თქვენთვის. ეს განსაცდელიც გადავლახეთ – თქვენი უდიდესი თანადგომით, მხარდაჭერით, აურაცხელი გამამხნევებელი შეტყობინებით, თბილი სიტყვით და ზღვა სიყვარულით.მადლობა უკლებლივ ყველას. თქვენი თითოეული თბილი სიტყვის და ამდენი სიყვარულის დამსახურებით ჩვენ დღეს ფეხზე ვდგავართ და ვაგრძელებთ ჩვენს საყვარელ საქმიანობას ისე ძლიერად, როგორც არასდროს. შევხვდებით 5 ოქტომბერს, ჩვეულ დროს, ჩვეულ ადგილას“. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. ფოტო: Dona Bakeshop & Cafe #batumidaily #ახალიამბებიაჭარაში #ბათუმი #batumi #დონა