ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
Sokhumi Daily
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა დღეს, 8 ოქტომბერს კორონავირუსით კიდევ 108 ადამიანის ინფიცირება დაადასტურა.
პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გუდაუთის საავადმყოფოში COVID-19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
რაც შეეხება საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონს - ე.წ. სამხრეთ ოსეთს, დე ფაქტო მთავრობამ მაისიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 111 შემთხვევა დაადასტურდა.
აპრილიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, აფხაზეთში ჯამში კორონავირუსის 1976 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 668 გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 16 პაციენტი.
გუშინდელი, 7 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს კლინიკებში მყოფი 58 კრიტიკულად მძიმე პაციენტიდან 8 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
##SokhumiDaily
##Sokhumi
##სოხუმი
##აფხაზეთი
##ახალიამბები
##აფხაზეთისაქართველოა