არაფრის მომცემი შეზღუდვები, უნდა იყოს გაუქმებული - კაპანაძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=141883 შეზღუდვები შეიძლება იყოს შენარჩუნებული, მაგრამ კონკრეტული არაფრის მომცემი შეზღუდვები, უნდა იყოს გაუქმებული - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ აუცილებელია მთავრობამ წარადგინოს ეკონომიკური გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ რას უპირებს სახელმწიფო პირველ რიგში იმ ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს. "იმისთვის, რომ გახანგრძლივებული იყოს საგანგებო მდგომარეობა, აუცილებელია მთავრობამ წარმოადგინოს ეკონომიკური გეგმა, პირველ რიგში, თუ რას უშვება იმ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და როგორ უნდა დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სერიოზული პრობლემები აქვთ ეკონომიკური კუთხით. შეზღუდვები შეიძლება იყოს შენარჩუნებული, მაგრამ კონკრეტული არაფრის მომცემი შეზღუდვები, ჩემი აზრით უნდა იყოს გაუქმებული. ისეთი შეზღუდვები, რომლებიც ეხება მაგალითად კომენდანტის საათს, ავტომანქანებით გადაადგილებას და ა.შ." - აცხადებს სერგი კაპანაძე.