''მოგვეცით სწავლის უფლება'', ''გაითვალისწინეთ covid-19'', - აბიტურიენტები მეორად ჩარიცხვებს ითხოვენ 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

აბიტურიენტები მეორადი ჩარიცხვების დანიშვნის მოთხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან აქციას მართავენ და განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ''მოგვეცით სწავლის უფლება'', ''გაითვალისწინეთ covid-19'', ''გთხოვთ დაუშვათ მეორადი ჩარიცხვები'', - აღნიშნული შინაარსისტრანსპარანტები მიივიდნენ უმაღლეს სასწავლებელს მიღმა დარჩენილი მოქალაქეები აქციაზე. ისინი ამბობენ, რომ ბარიერი გადალახეს, მაგრამ სასურველ უნივერსიტეტში მოსახვედრადქულები არ იყო საკმარისი. აქციის მონაწილეების თქმით, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ბევრი ადგილია თავისუფალი და განათლების სამინისტროს შეუძლია ისინი სწავლის გარეშე არ დატოვოს. მეორადი ჩარიცხვები საქართველოში რამდენიმე წლის წინ გაუქმდა. 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 29 614 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა.500-მდე აბიტურიენტია ისეთი, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, მაგრამ არჩეული პრიორიტეტების გამო უნივერსიტეტებში ვერ ჩაირიცხნენ.