COVID-19-ით გარდაიცვალა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ-ცენტრში გარდაიცვალა ამავე საავადმყოფოს ექიმი-ტრავმატოლოგი, 63 წლის შოთა ბერიძე. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გია კიკაბიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შოთა ბერიძე რამდენიმე დღის განმავლობაში კოვიდ-სასტუმროში იმყოფებოდა და საავადმყოფოში 6 დეკემბერს გადაიყვანეს. გია კიკაბიძის ინფორმაციით, პაციენტს ჰქონდა თანხლები დაავადებები, რომელთა ფონზე განვითარდა ფილტვების შეშუპება. ექიმი შოთა ბერიძე 8 დეკემბერს გარდაიცვალა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30991421.html #ახალი_ამბები #twitter #covid19_-_ახალი_ამბები