კოვიდვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

Sokhumi Daily

"კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის ოპერატიული შტაბის" ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდტესტირება 358 - მა ადამიანმა ჩაიტარა. დადებითი პასუხი 69 პირს მიუვიდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 134 ადამიანი გადის სტაციონარულ მკურნალობას, მათგან 116-ს აქვს COVID-19. ინფიცირებულთაგან 19 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 30 პაციენტის ჯანმრთელობა საშუალო სიმძიმისაა. 5 პაციენტი კლინიკიდან გასულ დღეს გაწერეს. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი, კოვიდპაციენტთა რაოდენობა 36-ს შეადგენს. ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 64 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება მობილურ მულტიდისციპლინარულ საავადმყოფოში, რომელიც განლაგებულია სოხუმში, აიტარის პანსიონატის ტერიტორიაზე. 61 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, სამი კი, მძიმე მდგომარეობაშია. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა