„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ძმას ბრალი წარუდგინეს

Zugdidi Daily

"საქართველოს ბანკზე " თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმაას, ბიძინა ესებუას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. როგორც ცნობილია, ის ადვოკატების თანდასწრებით კიდევ ერთხელ გამოკითხეს, სასამართლო კი მისი აღკვეთის ღონისძიებაზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. ესებუების უფლებადამცველი სოსო ჯანაშია ამბობს, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ასევე, ადვოკატები განმარტავენ, რომ ბიძინა ესებუა მის ძებნილ ძმასთან კონტაქტის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ინფორმაციისთვის, სამართალდამცავი უწყება “საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულის ძმას ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. ბიძინა ესებუა კი ამბობს, რომ მას იარაღი ჩაუდეს. გამოძიების ვერსიის არ სჯერა არც ესებუების ოჯახს. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ესებუა 12 დეკემბერს მაშინ დააკავეს, როცა ის საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #ახალიამბებიბ #ზუგდიდი #სამართალი #zugdididaily