მარგველაშვილი: ჩვენ მიგვაჩნია ეს ხელისუფლება პრორუსულ მთავრობად

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

თბილისში რუსთაველის გამზირზე, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენმა გიორგი მაგველაშვილმა. მისი თქმით 1989 წლის  9 აპრილსა და დღევანდელ 9 აპრილს აერთიანებს ის, რომ მაშინაც და ახლაც საქართველოს მთავრობა არის მოსკოვიდან მართული. "მინდა პატივი მივაგო იმ ადამიანების ხხოვნას, 1989 წლის 9 აპრილს აქ რომ იდგნენ უიარაღოდ, გაერთიანებული სამშობლოს სიყვარულით ვისაც რუსეთის ჯარმა აქ უმოწყალოდ გადაურა.. სამწუხაროდ, დღეს იმ პერიოდთან გვაერთიანებს, ის, რომ მაშინაც მთავრობის სახლში იჯდა რუსეთიდან მართული კომუნისტური რეჟიმი  და დღესაც საქართველოს  მთავრობაში არის  მოსკოვიდან მართული პუტინისტური ხელისუფლება. სამწუხაროდ, ეს არის ერთიანობა დღევანდელი დღისა და 89 წლის  9 აპრილის. ეს არის სამწუხარო, მაგრამ  ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ როგორც მაშინ გვქონდა ვალდებულება, რომ სამშობლო  რუსებისგან გვეხსნა  დღესაც ზუსტად იგივე ვალდებულება  დგას ჩვენ წინაზე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისი სიტყვებით, საქართველომ მე-4 საუკუნეში როცა აირჩია ქრისტიანობა მაშინ განსაზღვრა, რომ არის დასავლური ერი და ამის შემობრუნება არ უნდა დაუშვან. „ჩვენ მიგვაჩინია, რომ ჩვენი სამშობლო არა რუსეთის გიბერნიაა. არამედ არის თავისუფალი თავისუფლების მოყვარე ადამიანთა ერთობა, რომლის ადგილიც არა რუსეთის მონობაში რამედ ევროპის თავისუფალ ერებთანაა“. გიორგი მარგელაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს არსებული ხელისუფლება „საშიშია ამ  გზაზე“. მისი სიტყვებით უნდა შესრულდეს საბოლოო მიზანი და არ უნდა წამოეგონ პროვოკაციებზე, რომელიც იქნება იმგვარი როგორც ამას აკეთებდა კაგებე და რომელსაც იყენებს ეფესბე -  "ეს არის ერთმანეთზე გადაკიდება და დაქსაქსვა", მაგრამ მისი სირტყვებით  ისევე როგორც 1989 წელს ახლაც "საქართველოს ამოცანაა ხელისუფლებიდან გაუშვან რუსები". თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. აქცის სლოგანია - "ერთად ევროპაში".  აქციის მთავარი მოთხოვნებია ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულება, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და 7-9 მარტის აქციებზე "მოლოტოვის კოქტეილის" სროლისა და პოლიციელის მანქანის დაწვის ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება. 34 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილის გამთენიას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანი ემსხვერპლა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 7-8 მარტის თბილისში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა პარლამენტის მიერ უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მხარდაჭერა. ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს აგენტებად დარეგისტრირება მოუწევდათ. საპროტესტო გამოსვლების ფონზე ხელისუფლებამ კანონპროექტი გაიწვია.   https://www.radiotavisupleba.ge/a/32356128.html

Source: radiotavisupleba.ge