ახალი შტამი კორონავირუსის მანამდე არსებული დადებითი შემთხვევების ხელმეორე შესწავლისას გამოვლინდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

კორონავირუსის ახალი სახეობა, საქართველოში მანამდე კორონავირუსის არსებული ყველა დადებითი შემთხვევის შესწავლით გამოვლინდა. ინფიცირებულ პაციენტს მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია, მას ჰქონდა კონტაქტი პირთან, რომელსაც ჰქონდათ უცხოეთში მოგზაუროს ისტორია, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ  მთავრობის ადმინისტარციაში საკოორდინაციო საბჭოს სხოდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „როდესაც გამოქვეყნდა მონაცემები, რომ ბრიტანეთში გაჩნდა ასეთი შტამი და გამოქვეყნდა სამეცნიერო მტკიცებულებები რა შემთხვევაში შეიძლებოდა ეს ყოფილიყო,  ჩვენ ვნახეთ ყველა დადებითი შემთხვევა საქართველოში, რაც კი იყო ყველა ლაბორატორიაში, იმისთვის, რომ მოგვენახა საეჭვო დადებითი შემთხვევები. საეჭვო დადებითი შემთხვევა არის თუ PCR-ში გამოყენებული სამი სამიზნე  გენიდან [არის რომელიმე განსხვავებული] 2 იყო დადებით და 1 არ იყო დადებითი, ასეთი გამოვარჩიეთ, ასეთი იყო ეს 3 შემთხვევა, რომელიც ჩვენ ავიღეთ, რამდენიმე ათასი დადებითი შემთხვევიდან, რაც იყო საქართველოში მთლიანად“,- განაცახდა პაატა იმნაძემ. მისი სიტყვებით, საქართველოში  აქემდე არსებული ყველა შემთხევა იყო სამივე გენზე დადებითი, რაც იმას მიუთითებს, რომ ახალი შტამი საქართველოში გარცელებული არ არის. პაატა იმნაძეს არ დაუსახელებია კორონავირუსის ახალი სახეობით ინფიცირების გამოვლენის  ზუსტი რიცხვი, მისი სიტყვებით, ეს  2020 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში მოხდა. ინფიცირებულთან კონტაქტირებულმა ყველა პირმა უკვე გაირა სავალდებულო 14 -დღიანი საიზოლაციო პერიოდი. პაატა იმნაძემ გაიმეორა, რომ ინფიცირებულს მოგზაურობის ისტორია არ აქვს. „მას არ აქვს მოგზაურობის ისტორია, მას ჰქონდა კონტაქტი , მანამდე სანამ ავად გახდებოდა ადამიანთან ვისაც ჰქონდა მოგზაუროს ისტორია, მოძიებულია იმ ადამიანის მინუში, მიმდინარეობს მისი „სეკვენირება“, ის ადამიანი საქართველოში აღარ არის“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ. მისივე სიტყვებით,  კოონავირუსის ახალი შტამს გამოავლენს PCR-ის ტექტიც და ანტიგენის ტესტიც. „ახალ შტამს აბსოლუტურად ინიგივენაირად იჭერს  PCR-ის ტექტისც და ანტიგენის ტესტიც“,- ამბობს პაატა იმნაძე.  მისივე განმარტებით კორონავირისის ახალი შტამით ინფიცირებული პაციენტები  ინფიცირებულთა საერთო სტატისტიკაში აღირიცხებიან. რაც შეეხება, ახალი და ძველი შტამის კლინიკურ მიმდინარეობას შორის სხვაობას, პაატა იმნაძე, ბრიტანელი მეცნიერების მიერ წარმოებულ კვლევებზე დაყრდნობით ამბოს, რომ სხვაობა კლინიკურ მიმდინარეობას შორის არ არის. მისივე სიტყვებით, საქართველოში მიკვლეული ახალი შტამის მხოლოდ ერთი შემთხევევაა შესაბამისაც „ერთ ცალზე მეცნიერული  მტკიცებულებები არ არის“. გუშინ 4 იანვარს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციის საფძველზე ცნიბილი გახდა, რომ საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის ახალი, „ბრიტანული“ შტამი. პაციენტი, რომელსაც ახალი შტამი დაუდასტურდა, 50 წელს გადაცილებული კაცია, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმყოფება იზოლაციაში.   https://www.radiotavisupleba.ge/a/31034185.html #ახალი_ამბები #twitter