ჯანმომ პლანქველინის კლინიკური კვლევები შეაჩერა
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=144175#
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰიდროქსიქლოროქინის, იგივე პლაქვენილის კლინიკურ კვლევები შეაჩერა. პრეპარატს, რომელიც მანამდე კოვიდ-19-ის მკურნალობის პოტენციურ საშუალებად განიხილავდნენ, ახლა ექსპერტები უსაფრთხოების კუთხით სწავლობენ.
რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ პრეპარატმა შესაძლოა კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს შორის გარდაცვალების რისკი გაზარდოს. ჰიდროქსიქლოროქინი , იგივე პლაქვენილი კოვიდ-19 -ს სამკურნალოდ არაერთ ქვეყანაში გამოიყენება.
ცნობისთვის, „პლაქვენილი“ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატად არაერთ ქვეყანაში გამოიყენება. მისი აქტიური მხარდამჭერია აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. რამდენიმე დღის წინ ამერიკის ლიდერმა განაცხადა, რომ „პლაქვენილს“ პროფილაქტიკის მიზნით სვამდა.
შეგახსენებთ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევაში საქართველოც ერთვება. თავდაპირველად 4 მედიკამენტი იყო შერჩეული, ესენია: „რემდესივირი“, „პლაქვენილი“, „ლოპინავირ/რიტონავირის“ კომბინაცია და „ლოპინავირ/რიტონავირის“ კომბინაცია „ბეტა ინტერფერონთან“.