წინასწარი პატიმრობა ტურისტი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულს
Pirveliradio Ge
ტურისტი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სხდომაზე დაცვის მხარე დაკავებულის გათავისუფლების სანაცვლოდ 7000 ლარიანი გირაოს შეფარდებას, ხოლო პროკურატურა, პატიმრობას ითხოვდა.
27 წლის კაცის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 6- დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება