გორში, სოფელ ტინისხიდში მდინარის პირას ცხედარი იპოვეს
Gori Daily
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ გვამს მაშინ მიაგნო, როდესაც 4 დღის წინ დაკარგული ბიჭის ძებნის სამუშაოებს აწარმოებდა, თუმცა თვითმხილველების ინფორმაციით, ნაპოვნი ცხედარი დიდი ხნის წინ გარდაცვლილ მამაკაცისაა, შესაბამისად, მისი ვინაობის დადგენა ერთი შეხედვით, შეუძლებელია.
"გორის და ტინისხიდის გასაყარზე იპოვეს მამაკაცის ცხედარი, გვიან ღამემდე მუშაობდნენ პოლიციელები, ვვარაუდობთ, რომ გვამი ერთი წლის წინ გაუჩინარებული მამაკაცისაა" , - ამბობს სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#შიდაქართლი
#გორი
#goridaily
წყარო: რადიო მოზაიკა