ბაჩალიაშვილის ვერცერთ სოციალურ ქსელში შესვლა ვერ მოხერხდა-რამიშვილი
Pirveliradio Ge
ბაჩალიაშვილის ვერცერთ სოციალურ ქსელში შესვლა ვერ მოხერხდა-განაცხადა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა, რომელმაც ბაჩალიაშვილების ოჯახთან ერთად ექსპერრტიზისი ბიურო ცოტა ხნის წინ დატოვა.
მიხეილ რამიშვილის თქმით, პროკურატურა Facebook-ის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მიმართავს, რომ ქსელში შესვლა ხელმეორედ სცადონ.
"სოციალური ქსელი Facebook, Gmail, Youtube, ვერცერთ სისტემაში ვერ შევედით აბსოლუტურად. სამსახურეობრივი email-იც იყო, რომლის კოდი 7 დღის წინ იყო შეცვლილი - ვერსად ვერ შევედით. როგორც პროკურატურამ ბრძანა, Facebook-ის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მიმართავენ, რათა გამოითხოვონ შინაარსობრივი ინფორმაციები და ყველა იმ სოციალური ქსელებიდან სრული ინფორმაცია. ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვღებულობთ, რაც არის სოციალურ ქსელებში",-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.