ქუთაისის მერიის თანამშრომელს covid-19 დაუდასტურდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ქუთაისის მერიაში თანამშრომელსკორონავირუსი დაუდასტურდა. covid-19 ააიპ „ქუთგანათების სერვისი”-ს თანამშრომელს ტესტირებისშემდეგ დაუდგინდა.
ინფიცირებული ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს დილით შეიყვანეს. ახლა სამსახურში ეპიდკვლევა და სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. კორონავირუსი აიტისამსახურისთანამშრომელს დაუდასტურდა. ის ახალგაზრდა კაცია. ინფორმაციას ''ქუთგანათების''ხელმძღვანელიც ადასტურებს. მისი განმარტებით, თანამშრომელთა ნაწილი თვითიზოლაციაში გადავიდა.
აიპი მერიის შენობაში არ მდებარეობს და შესაბამისად მერიაში რაიმე შეზღუდვა არ იგეგმება.