ევაკუაცია "გალერეა თბილისში" - შენობაში სიგნალიზაცია ჩაირთო
Tbilisi Daily
სავაჭრო ცენტრში, "გალერეა თბილისი", ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც ადგილზე მყოფი ინტერნეტმომხმარებელი ამბობს, შენობაში სიგნალიზაცია ჩაირთო.
სიგნალიზაციის მიზეზი უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ხანძარი ერთერთ საკვებ ობიექტში გაჩნდა. ამ დროისთვის მოსახლეობას კვლავ შენობაში აბრუნებენ.
ინფორმაციას ტელწკომპანია მთავარი ავრცელებს