Საფრანგეთში კოვიდინფიცირების შემთხვევები 10 ათასს აღწევს

Tbilisi Daily

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 406 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 508 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 1 991 233 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 45 054 ადამიანი გარდაიცვალა.