შინდისის 17 გმირის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკა ესეების კონკურსს აცხადებს
Gori Daily
შინდისის 17 გმირის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკა სკოლის მოსწავლეებისთვის ესეების კონკურსს აცხადებს.
კონკურსი ტარდება წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით და წერის ნიჭის მქონე მოსწავლეების გამოსავლენად. მასში მონაწილეობას შიდა ქართლის სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეები მიიღებენ.
როგორც პროექტის ხელმძღვანელი სუზი ბერიძე ამბობს, კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ ლიტერატურის სიყვარულით გამორჩეულ ადამიანებს და მიიღონ რჩევები მათგან.
"შედგება რამდენიმე შეხვედრა პროფესიონალებთან ,სადაც მონაწილეები სხვადასხვა სახის ლიტერატურას განიხილავენ, ასევე გაიგებენ როგორ წერონ ესე უფრო ეფექტურად. 20 იანვრიდან კი მონაწილეები ერთი კვირის განმავლობაში შეეცდებიან წარმოადგინონ ნამუშევრები. თუ რა თემაზე დაწერენ ამას შეიტყობენ შეხვედრების შემდეგ. კონკურსანტებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური , ნამუშევრებს წარმოგიდგენთ ბიბლიოთეკის გვერდზე“ - ამბობს სუზი ბერიძე
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ქვემოთ მოცემულ ლინკზე.
https://forms.gle/e6fXG8icw6jTp3s78
ინფორმაციისთვის, კონკურსის შესარჩევი ეტაპი გაგრძელდება 10 იანვრამდე სულ შეირჩევა 20 მონაწილე.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები
#კონკურსი
#გორი
#goridaily
წყარო: რადიო მოზაიკა