ინდოეთში წყალდიდობას იშვიათი სახეობის 10-მდე მარტორქა ემსხვერპლა

Tbilisi Daily

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში მდებარე კაზირანგის ეროვნულ პარკში წყალდიდობას იშვიათი სახეობის სულ მცირე, რვა მარტორქა ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC წერს. კაზირანგის პარკი გადაშენების პირას მყოფი სახეობის, ინდური მარტორქების ყველაზე დიდი პოპულაციის თავშესაფარია. აქ 2 400-მდე ინდური მარტორქა ბინადრობს. ეს ადგილი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. აღნიშნულ სახეობასთან ერთად, წყალდიდობას 100-ზე მეტი გარეული ცხოველიც ემსხვერპლა. ასამის შტატში, ნეპალსა და ბანგლადეშში წყალდიდობის გამო უკვე 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მილიონობით ადგილობრივს კი საცხოვრებლის დატოვება მოუხდა.