ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე მანქანა ამოტრიალდა - არიან დაშავებულები

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთ-ერთი მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა. შემთხვევის დროს სამი ადამიანი დაშავდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ორი პაციენტი ზედაპირული ტრავმებით კლინიკა BROTHERS-შიმოათავსეს, ხოლო ერთი მოქალაქე თავის ტრავმითბათუმის იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. პირველადი ინფორმაციით, ის არასრულწლოვანია. მაუწყებელი სხვა დეტალებს აზუსტებს. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოფარგლული.მიმდინარეობს გამოძიება.