ვინც ჩვენს ოჯახს ერთადერთი დაგვინგრია, იმათთან ნუ თამაშობთ-მეთქი და ამბობენ, სხვა რამეო
Pirveliradio Ge
ვინც ჩვენს ოჯახს ერთადერთი დაგვინგრია, იმათთან ნუ თამაშობთ-მეთქი და ამბობენ, სხვა რამეო - ასე ეხმაურება დეკანოზმა თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში სავარაუდო გადასვლას. შენგელიამ იმედი გამოთქვა, რომ ამის გამო მის მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება.
,,გთხოვთ, დამეხმარეთ, მაპოვნინეთ სიტყვები, აზრები, არგუმენტები ამ უმარტივესი ჭეშმარიტების ასახსნელად: ჩემს ძმებს ვუმტკიცებ, ვინც ჩვენს ოჯახს ერთადერთი სახლი დაგვინგრია, გამოგვყარა, გვცემს, ძმები მოგვიკლა, გვხოცავს და შეურაცხგვყოფს, იმასთან ნუ დადიხართ წვეულებაზე, ნუ სხდებით სუფრასთან, ნუ უმღერით, ნუ უცეკვებთ და ნუ თამაშობთ მათთან-მეთქი და ვერაფერი შევაგნებინე. მეუბნებიან, ის სხვა რამეა და ჩვენი ცეკვა-თამაში სხვაო. სად ვიპოვოთ სიტყვები, აზრები და მაგალითები ამის კიდევ ასახსნელად? ალბათ, ძალიან დავაგვიანეთ",- წერს დეკანოზი.
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=146919