დავტოვე საჯარო სამსახური -რატომ გადადგა შს მინისტრის მოადგილე
Tbilisi Daily
ნინო ჯავახაძემ საქართველოს შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჯავახაძე სოციალურ ქსელში წერს.
"მოკლედ 15 წლიანი მუშაობის შემდეგ დავტოვე საჯარო სამსახური, ასე და ამგვარად",- წერს სოციალურ ქსელში ჯავახაძე.
ნინო ჯავახაძის შესახებ ინფორმაცია აღარც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე იძებნება.
უწყებაში კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ ჯავახაძე 2017 წელს დაინიშნა. ის საერთაშორისო ურთიერთობების, რეფორმებისა და განვითარების, სტრატეგიული კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებებს და შსს-ს აკადემიას ხელმძღვანელობდა.