საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა და 2 401 დაინფიცირდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 20 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 401-მდე გაიზარდა. გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2401 შემთხვევა. ეპიდემიის პერიოდში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 49 218-ს შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 289 -ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 33 459. https://www.radiotavisupleba.ge/a/30931274.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)