Ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ვენაში მომხდარს გმობს

Tbilisi Daily

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ვენაში მომხდარ თავდასხმას გმობს და დაღუპულების ოჯახებსა და ვენის მოსახლეობას თანაგრძნობას უცხადებს. „ევროპა მკაცრად გმობს ამ მხდალ საქციელს, რომელიც ანადგურებს სიცოცხლეს და არღვევს ჩვენს ადამიანურ ღირებულებებს. დღეს მომხდარი საზარელი თავდასხმის შემდეგ ჩემი ფიქრები დაღუპულების ოჯახებსა და ვენაში მცხოვრებ ხალხთან არის,“- წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.