უეს მიტჩელი: ბუქარესტის დაპირება უნდა გადაიხედოს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ბუქარესტის სამიტის დასკვნა უნდა გადაიხედოს და ნატოს საქართველოსთან ურთიერთობა ყოვლისმომცველი სტრატეგიით უნდა შეიცვალოს - ამის შესახებ 'ამერიკის ხმასთან' ინტერვიუში ამერიკელმა ანალიტიკოსმა განაცხადა. ევროპის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ფიქრობს, რომ ნატო-ს მხრიდან საქართველოსთან ერთგვარი 'საკონტროლო სიით' ურთიერთობა გარკვეულ შეზღუდვებს იწვევს. უეს მიტჩელმა განმარტებით, ნატო-მ პარტნიორებთან ურთერთობა არა ეტაპობრივად, არამედ ჯამურად უნდა შეაფასოს. მიტჩელის განცხადებით,ნატოში უკრაინისა და საქართველოს შესახებ დისკუსია ნელი ტემპით მიმდინარეობს.