გიორგი გახარია პომპეოს საქართველოში ვიზიტს Twitter-ზე გამოეხმაურა
Tbilisi Daily
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოეხმაურა.
„მოუთმენლად ველოდები სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ჩვენი ევროატლანტიკური დღის წესრიგის განხილვას. მისი ვიზიტი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების სიძლიერის კიდევ ერთი მტკიცებულებაა“, – წერს გიორგი გახარია.