რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტმა ერთკვირიანი სამხედრო სწავლება დაიწყო
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტმა 3 ივნისს დაიწყო ერთკვირიანი სამხედრო სწავლება, რომელშიც 40-ზე მეტი გემი და 20 სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობს, იტყობინებიან პარასკევს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
სწავლება, რომელიც 10 ივნისს უნდა დასრულდეს, მოიცავს გემების მიერ „წარმოსახვითი მტრის წყალქვეშა ნავების ძებნას“ და „მუშაობას საჰაერო თავდაცვაზე გემების ტაქტიკური ჯგუფებისთვის, რათა საბრძოლო წვრთნა ჩაატარონ წყლის ზედაპირზე და საჰაერო სამიზნეებზე,“ ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ტასმა გამოაქვეყნა.
სამხედრო წვრთნის დაწყება ემთხვევა უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის მე-100 დღეს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31881727.html
Source: radiotavisupleba.ge