კორონავირუსის ახალი შემთხვევები იმერეთში

Kutaisi Daily

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, თბილისში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გუშინდელთან შედარებით შემცირებულია. როგორც ენდელაძე განმარტავს, ინფიცირებული პაციენტებიდან კრიტიკულ მდგომარეობაში 57 პირია. „გასული დღე-ღამის განმავლობაში სულ დაფიქსირდა 519 ახალი შემთხვევა და ამჟამად კოვიდინფიცირებულების საერთო რაოდენობა გახლავთ 11 271, აქედან 50%-ზე მეტი - 6119 პაციენტი გახლავთ გამოჯანმრთელებული, გუშინ 253 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქტიური შემთხვევა გახლავთ 5152, რომლებიც მკურნალობენ კოვიდცენტრებში, ნაწილი ბინაზე და ასევე სასტუმროებში. იმერეთში დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევების არც მკვეთრი მატება და არც მკვეთრი კლება არ შეინიშნება. დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც გუშინ. ჯამში , დღეს კორონავირუსის 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #კორონავირუსი #kutaisidaily