ბელარუსში აქციებზე 235-მდე მონაწილე დააკავეს

Tbilisi Daily

ბელარუსში გუშინ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საწარმოს გაფიცულმა თანამშრომლებმა და პენსიონრებმა საპროტესტო მსვლელობები მოაწყვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საპორტესტო აქციებს ასობით სტუდენტიც შეუერთდა. ადამიანის უფლებების ცენტრის, „ვესნას“ ცნობით, გუშინ გამართული საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა სულ მცირე 235 ადამიანი დააკავეს. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა უარყო ინფორმაცია საყოველთაო გაფიცვის დაწყების შესახებ და განაცხადა, რომ ყველა მსხვილი სამრეწველო კომპანია ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა.