გახარია ჟურნალისტებს ეთიკას უწუნებს

Tbilisi Daily

"გამოკიდება რა არის... ეს ყვირილი, წივილი, ნერვებს გაუფრთხილდით. ჩვენ არჩევნები გველოდება წინ. ელემენტარულ ეთიკაზე, ქცევაზე შევთანხმდეთ" - საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაღიზიანება ჟურნალისტის დამატებით კითხვებს მოჰყვა. გიორგი გახარიამ ბათუმში, მეზღვაურების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტების ორ კითხვას უპასუხა და წავიდა, ჟურნალისტები კი საზოგადოებისთვის საინტერესო დამატებით კითხვებზე საპასუხოდ მას უკან გაჰყვნენ, რის გამოც გახარიამ მათ ეთიკა და ქცევა დაუწუნა.