ახალი საინვესტიციო პროექტი ციხისძირში

Tbilisi Daily

აჭარაში ახალი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო. ციხისძირში, დეველოპერული კომპანიის „რედკოს“ ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდნენ. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველა მუნიციპალიტეტის თანაბარი განვითარება, რასაც აღნიშნული პროექტი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს. ახალი საინვესტიციო პროექტი მოიცავს 521 პრემიუმ კლასის აპარტამენტს, Marriott International-ის საერთაშორისო ბრენდ სასტუმრო aloft-ის 119 სასტუმრო ნომერს და ორი ნაწილისგან შემდგარი Bamboo Beach Tsikisdziri- ის მშენებლობას. მისი ჯამური ღირებულება 70 მილიონი ლარია.