Ნავთობი იაფდება - გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში

Tbilisi Daily

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა დიდი სისწრაფით შემცირება დაიწყო. ბოლო ერთ კვირაში ნედლი ნავთობი 14 პროცენტით, რაც პანდემიის მეორე ტალღით და ევროკავშირის რიგ ქვეყნებში მკაცრი შეზღუდვების დაწესების გამო მოთხოვნის საგრძნობ შემცირებას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბირჟებზე ფასი იკლებს, ჯერჯერობით შესაბამისი ასახვა საქართველოში არ მომხდარა და შეიძლება ვერც კი მოხერხდეს. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენადაც სტაბილური იქნება ლარის გაცვლითი კურსი.