ზუგდიდში პარტია "ტრიბუნას" ოფისის გაქურდვა სცადეს

Zugdidi Daily

ზუგდიდში პარტია "ტრიბუნას" ოფისის გაქურდვის მცდელობისას პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა. პოლიტიკური მოძრაობის ადგილობრივი წარმომადგენლის კობა ქანთარიას ცნობით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. "როგორც ვიცი, პოლიციამ დროულად იმოქმედა და დააკავა ადგილზე, ცოტა მოშორებით ოფისიდან. წაღებული იყო კომპიუტერული ტექნიკა, ტელევიზორი და სხვადასხვა ნივთი. იქ, რა თქმა უნდა, ინფორმაცია ინახებოდა კომპიტერში, ვერ გეტყვით, რა მიზნით მოხდა ქურდობა. ამოღებულია ყველა ნივთი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - თქვა ქანთარიამ. შს სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დაკავებულია 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.გ. და 1986 წელს დაბადებული რ.გ. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #პოლიცია #zugdididaily წყარო: რადიო ათინათი