გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომა დაიწყო რუსეთის კრიტიკით უკრაინაში შეჭრისთვის

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭომ ჟენევაში სხდომა გახსნა რუსეთის მწვავე კრიტიკით უკრაინაში მისი სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო.  სხდომა 4 აპრილამდე გაგრძელდება. მისი გახსნის დღეს, 27 თებერვალს სიტყვით გამოსვლისას გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა თქვა, რომ შარშან 100 მილიონამდე ადამიანი გახდა იძულებული კონფლიქტს გაქცეოდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია - და ადამიანის უფლებების უნივერსალური დეკლარაცია "ყველა მხრიდან თავდასხმის ქვეშაა".  "უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია ადამიანის უფლებების ყველაზე მასობრივი დარღვევა, რომლის მომსწრენიც ვართ დღეს" - თქვა გაეროს ხელმძღვანელმა.  https://www.radiotavisupleba.ge/a/32290104.html

Source: radiotavisupleba.ge