ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს რეიტინგში 11%-ით უსწრებს

Tbilisi Daily

აშშ-ს პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რეიტინგში 11 პროცენტით გაუსწრო. სოციალური გამოკითხვის შედეგებს გამოცემა Boston Globe აქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს მხარს რესპოდენტთა 52 % უჭერს, თეთრი სახლის ლიდერს კი ხმას გამოკითხულთა 41% აძლევს. საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს ჩატარდება.