ანა დოლიძე “კომენდანტის საათის” გაუქმებისკენ მოუწოდებს

Tbilisi Daily

იურისტ ანა დოლძის განცხადებით, ხელისუფლების ხელში “კომენდანტის საათი” სოციალური მართვის ფუნქციას ასრულებს. მისი თქმით, მთავრობისთვის ძალიან კომფორტული აღმოჩნდა იდეა, ერთი ბრძანებით სამმილიონნახევარი ადამიანი სახლში გაუშვა და გამოკეტო" ამის შესახებ ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე შეფასებით, “კომენდანტის საათი” ვერ ასრულებს იმ ლოგიკურ ფუნქციას, რომლისთვისაც ის თავის დროზე შემოიღეს. დოლიძის განცხადებით, ადამიანები სტუმრად შაბათ-კვირას ცხრა საათამდე წავლენ თუ მას შემდეგ, ამას დაავადების გავრცელების თვალსაზრისით აზრი ეკარგება. მისი თქმით, “კომენდანტის საათის” შემოღებამ მკვეთრად გააუარესა სოციალური პრობლემები ოჯახებში. „ჩვენმა CO-VIP-ებმა, ანუ მთავრობის წევრებმა არ იციან რა ხდება იმ ქვეყანაში, რომელსაც ისინი მართავენ. “კომენდანტის საათი” ვერ ასრულებს იმ ლოგიკურ ფუნქციას, რომლისთვისაც ის თავის დროზე შემოიღეს. ადამიანები სტუმრად შაბათ-კვირას ცხრა საათამდე წავლენ თუ მას შემდეგ, ამას დაავადების გავრცელების თვალსაზრისით აზრი ეკარგება. ხელისუფლების ხელში “კომენდანტის საათი” სოციალური მართვის ფუნქციას ასრულებს. მთავრობისთვის ძალიან კომფორტული აღმოჩნდა იდეა - ერთი ბრძანებით სამ მილიონ ნახევარი ადამიანი სახლში გაუშვა და გამოკეტო. უმუშევარი ახალგაზრდის სახლში გამოკეტვა სოციალურ პრობლემებს არ მოაგვარებს. პირიქით, სტატისტიკას თუ შევხედავთ, ოჯახებში სოციალური საკითხები “კომენდანტის საათის” არსებობის მიუხედავად, გართულდა. გართულდა სოციალური ფონი, რადგან ეს ყველაფერი დაკავშირებულია მატერიალურ კეთილდღეობასთან და ფინანსური სახსრების უქონლობასთან. შესაბამისად, საჭიროა ამ ხალხისთვის სოციალური მართვის ნამდვილი მექანიზმების ამუშავება - სარეაბილიტაციო ცენტრების ფუნქციონირება, მნიშვნელოვანია ფსიქიკურად აშლილი და დასტრესილი ადამიანების სხვადასხვა პროგრამაში ჩართვა. ხალხი, რომელიც უმუშევარი დარჩა საჭიროა მათი რეაბილიტაცია და არა ცხა საათის შემდეგ სახლებში გამოკეტვა,"- განაცხადა ანა დოლიძემ. ხელისუფლებისადმი მიმართვაში იგი ყურადღემას ამახვილებს იმ პრობლემებზე, რომელსაც “კომენდატის საათი” ბიზნესს და იქ დასაქმებულ ადამიანებს უქმნის. „დღეს გაიხსნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი, მათ შორის არის სამშენებლო და ავტომანქანების შეკეთების ბიზნესი. აქ დასაქმებულმა ადამიანებმა ზუსტად 7 საათზე თუ ვერ დაასრულეს საკუთარი სამუშაო, ისინი ვეღარ შეძლებენ დროულად სახლებში დაბრუნებას რადგან 8 საათის შემდეგ აღარ მუშაობენ ტაქსები. ამასთან, ტაქსით მგზავრობა, აწეული ფასებისა და პიკის საათის პირობებში, იწვევს ბევრად მეტ სტრესს. მათ მოუწევთ გადაიხადონ 15 ან 20 ლარი მგზავრობაში, რაც მათი დღიური ანაზღაურების ტოლია. ასე აზრი ეკარგება მათ სამსახურში გასვლას და მუშაობას, რადგან პატივცემულო ხელისუფლებავ და CO-VIP-ებო, მათი შემოსავალი, თქვენთან შედარებით, მიზერულია. ამიტომ მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ მოხსნათ “კომენდატის საათი,“ - განაცხადა დოლიძემ. #news #covid19 #coronavirus #საგანგებომდგომარეობა #ანადოლიძე