ლევან ვარშალომიძე: სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს და ქვეყანა მართოს

Tbilisi Daily

აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური და პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ვარშალომიძე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უნდა დაბრუნდეს და ქვეყანა მართოს. “მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩამოვიდეს აუცილებლად. არა მარტო უნდა ჩამოვიდეს, არამედ უნდა მართოს ეს ქვეყანა. ამ კაცმა შექმნა ეს ქვეყანა და დღეს მართლაც სირცხვილია, როდესაც მესამე პრეზიდენტი საერთოდ ქვეყანაში არ იმყოფება და საქართველოს პასპორტი არ გააჩნია” - აცხადებს ვარშალომიძე. ცნობისთვის, ლევან ვარშალომიძე უკრაინიდან საქართველოში დღეს დაბრუნდა და განაცხადა, რომ საარჩევნო კამპანიაში ერთვება. მისი თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური უკუსვლა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა უნდა შეწყდეს. მისი განმარტებით, ის სამშობლოში “რუსული ოცნების” დასამარცხებლად ბრუნდება. ლევან ვარშალომიძე უკრაინაში ერთიანი საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს