აჭარაში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევების შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით2 პაციენტი გარდაიცვალა. აჭარის საავადმყოფოებში მკურნალობის კურსს გადის 657 პირი. რეგიონში 80 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 23 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. რეგიონში 1216 პირი კოვიდ სასტუმროშია განთავსებული.