საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაავადდა და 6 გამოჯანმრთელდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 926-მდე გაიზარდა.
კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 6 პაციენტი. სულ 926 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებულია 791.
28 ივნისს, საქართველოში COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ ერთი, მე-15 პაციენტი. 82 წლის მამაკაცს კორონავირუსი ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან დაბრუნების შემდეგ დაუდასტურდა. ექიმების ინფორმაციით, არაერთი თანმდევი დაავადების გამო პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.
29 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოს კოვიდ-ცენტრებში მკურნალობენ 120 პაციენტს.
კარანტინის რეჟიმშია 2819 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 230.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30696028.html
#ახალი_ამბები
#twitter