10 უცნობი ფაქტი ქუთაისელ ისიდორე კვიცარიძეზე

Kutaisi Daily

ისტორიამ არაერთი ქუთაისელის ღვაწლი შემოგვინახა, რომლებმაც თავი მომავალი თაობის კეთილდღეობას შესწირეს და ჩვენ არ გვაქვს უფლება მათ შესახებ მცირედი მაინც არ ვიცოდეთ. ამ ბლოგში ისიდორე კვიცარიძეზე მოგიყვებით. 1 ისიდორეს მამა მღვდელი იყო. ისიც, როგორც კარგი მოსწავლე, სასწავლებლად თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგზავნეს. სემინარიის მესამე კურსიდან ისიდორემ სწავლა მიატოვა და მთლიანად პარტიულ თუ საზოგადოებრივ საქმიანობაზე გადაერთო. რამდენიმე წლის განმავლობაში პეტერბურგსა და მოსკოვში ცხოვრობდა, სადაც საგამომცემლო საქმიანობა შეისწავლა და პრესასთან თანამშრომლობდა. 2 ისიდორე იყო პირველი , ვინც საქართველოს შესახებ რუსულ პრესაში ცნობების სისტემატური განთავსება და რუსი მკითხველისათვის ქართული საზოგადოებრივი პროცესების გაცნობა დაიწყო. 3 საქართველოში დაბრუნებულმა ისიდორემ 1905 წელს პრესის კანტორა „კოლხიდა“ დააარსა, რომლის მიზანი ღირებული ლიტერატურის გავრცელება იყო. 4 ის მუდამ ეხმარებოდა ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატებს და იზიარებდა მათ შეხედულებებს. 5 1907 წელს ხელისუფლებამ "კოლხიდა" დახურა და მოგვიანებით ისიდორეც დააპატიმრეს. მას 1 წელი მიესაჯა. 6 გათავისუფლების შემდეგ, ისიდორე კვლავ არ ემორჩილებოდა ხელისუფლების წესებს და ცენზურის მხრიდან მუდმივი შევიწროების მიუხედავად, პრესის ახალი კანტორა "იმერეთი" დააარსა. 7 რუსეთის იმპერიის დანგრევის შემდეგ, კვიცარიძემ საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა უფრო გაააქტიურა . ის პრობლემებზე ღიად ესაუბრებოდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წევრებს. 8 მას დიდი წვლილი მიუძღვის ქუთაისში მცხოვრები ბერძნების სკოლა „ათინა“-ს განვითარებაში. 9 1921 წლის საბჭოთა რუსული ოკუპაციის შემდეგ „იმერეთის“ ჩვეულერ რეჟიმში მუშაობა შეუძლებელი გახდა. საბჭოთა მთავრობამ გადაწყვიტა გამოესყიდა საგაზეთე კანტორა „იმერეთში“ შენახული სამწერლობო განძეულობა – 30 წლის განმავლობაში ნაგროვები პერიოდულ გამოცემათა კოლექციები, ფოტომასალა და წიგნები სახელმწიფო მუზეუმის საკუთრებად იქცა. ისიდორე კვიცარიძეს დაევალა საქართველოს მასშტაბით შეეგროვებინა XIX საუკუნის 50-60-იანი წლებიდან არსებული პრესის კოლექციები, შეევსო უკვე არსებული კომპლექტები და მუზეუმისთვის ჩაებარებინა. 10 1937 წლის 14 დეკემბერს ისიდორეს საზღვარგარეთ მყოფ თანაპარტიელებთან არალეგალური კავშირისა , მათთვის საქართველოს შესახებ ცნობების მიწოდებისა და საზღვარგარეთიდან არალეგალური ლიტერატურის მიღება-გავრცელების ბრალდებით დახვრეტა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მომდევნო ღამეს აღასრულეს. #ისიდორეკვიცარიძე #ათიფაქტი #იმერეთი #KUTAISIDAILY