ტრაილერის მძღოლები რეგულაციებს აპროტესტებენ

Tbilisi Daily

ფოთში, ე.წ. კოკაიას ხეივანთან ტრაილერის მძღოლებმა ის რეგულაციები გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, საზღვრის გადმოკვეთისას, სწრაფი ტესტის გაკეთების შემდეგ, 72 საათში განმეორებით, თავისივე ფინანსური სახსრებით უნდა გამოცხადდნენ საკარანტინო ზონაში განმეორებითი ტესტის გასაკეთებლად. მათი განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ მათ არ უწევთ საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება, 14 დღით საკარანტინო სივრცეში დარჩენა ევალებათ, რაც დამატებით პრობლემას უქმნით. მძღოლები აღნიშნული რეგულაციის შეცვლას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან. აქციაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომაგდნელბი მივიდნენ, მონაწილეთა მოთხოვნები მოისმინეს, თუმცა საკითხის მოგვარების პირობა არ მიუცია.