7 თებერვლის კალენდარი…

8
🌔🌖მთვარის მეთვრამეტე დღე🌖🌖 გრიგორიანული კალნდარის 38-ე დღე, წლის დასრულებამდე დარჩა 327-ი დღე.

როგორი ადამიანები დაიბადნენ 7 თებერვალს:        

7 თებერვალს იღბლიანი ადამიანები იბადებიან. დროთა განმავლობაში მათი ყველა საუკეთესო თვისება კიდევ უფრო ძლიერდება. დიდების, წარმატების მიღწევაში მათ ევოლუციური გზა, ძალებისა და სულის თვითსრულყოფის უნარი დაეხმარება. საკუთარი თავის რეალიზება ბევრ სფეროში შეუძლიათ, ამიტომ შემოსავალსა და პოპულარობას ნებისმიერი საქმე მოუტანს. განსაკუთრებული მაგნეტიზმით სხვებზე ზემოქმედების უნარსა და შესანიშნავ ინტუიციას ისინი სწორი გზით მიჰყავს და საშიში და სირთულეებით აღსავსე გზიდან გადახვევაში ეხმარება. არიან დიდი სტრატეგები და შეცდომებს იშვიათად უშვებენ. კეთილდღეობასთან მხოლოდ სიკეთის გზა მიიყვანს, ხოლო ბოროტება - უფსკრულისკენ უბიძგებს.

რას გვირჩევენ ვარსკვლავები:

 მთვარე ქალწულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.

ვინ დაიბადა: 

ღვთიური რომის იმპერატრიცა მატილდა.
ინგლისელი მწერალი ტომას მორი.
ამეტიკელი მწერალი სინკლერ ლუისი.
ინგლისელი მწერალი ჩარლზ დიკენსი.

მართლმადიდებლური ეკლეაია აღნიშნავს:

გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენების დღეს.
წმინდა მღვდელმოწამე გაბრიელ ქიქოძის ხსენებას.

დღის საკითხავი: 

“უნდა მოვუსმინოთ ბავშვს, რომელიც ოდესღაც ცხოვრობდა ჩვენში, რომელიც იყავი ოდესღაც და ახლაც არსებობს სადღაც შენს სიღრმეში. თუ მას მოვუსმენთ, ჩენი თვალები ისევ გაბრწყინდება, თუ მის მოსმენას არ შევწყვეტთ, არ შევწყვეტთ ცხოვრებასთან კავშირსაც.”

მარკესი

მშვიდობიან დღეს გისურვებთ♥️🙏💖
8