7 მეტრი სიგრძის გველი ანაკონდას ახალი სახეობა იყო-იგი აღმოჩენიდან რამდენიმე კვირაში მკვდარი იპოვეს

5
მეცნიერებმა ანაკონდას გიგანტური ახალი სახეობა უილ სმიტთან ერთად სატელევიზიო დოკუმენტური ფილმის გადაღებისას აღმოაჩინეს. 🐍
საჯარო დებიუტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, აღმოჩენილი ახალი სახეობა, ამაზონის ტროპიკულ ტყეში, მკვდარი იპოვეს.
ამბავი, ამ კვირის დასაწყისში, პროფესორმა ფრიკ ვონკმა "ინსტაგრამზე" გააზიარა და თქვა: „დიდი ტკივილით მინდა გაცნობოთ, რომ დიდი და მწვანე ანაკონდა, რომელთან ერთადაც ამ შაბათ-კვირას ვცურავდი, მდინარეში მკვდარი იპოვეს".
ფრიკი თავდაპირველად ფიქრობდა, რომ ანაკონდას ესროლეს, თუმცა მოგვიანებით ეს განცხადება უარყო და დასძინა, რომ გამოძიება მიმდინარეობს.
გველის სიკვდილის შემდეგ გაირკვა, რომ ინდივიდი დაახლოებით 7 მეტრის სიგრძის იყო, რაც გამორჩეული პარამეტრია ნებისმიერი სახეობის გველისთვის.
ფრიკ ვონკი "ინსტაგრამზე" ვიდეოსაც ავრცელებს, რომლის ნახვაც შეგიძლიათ ბმულზე.
"ტერა" - დედამიწის მეგობარი.
5