კვეკვესკირმა თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში განცხადება შეიტანა

0
თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ, კახაბერ კვეკვესკირმა პროკურატურაში განცხადება შეიტანა. კვეკვესკირი კალაძეს მაისურის შემოხევასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მერმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. ასეთივე პოზიცია აქვს ვარკეთილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტ, დიმიტრი ბიძინაშვილს. მას არ აქვს მოლოდინი, რომ კალაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება, თუმცა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, საქმე თავიდან აღიძრება. ბიძინაშვილის თქმით, პროკურატურამ იგივენაირად უნდა იმოქმედოს, რა ფორმითაც ახალგარდები დაადანაშაულეს „ქართული ოცნების“ დეპუტატის პიჯაკის გარღვევისთვის. http://pirveliradio.ge/?newsid=145033#
0