ნორვეგიაში მეწყერმა საცხოვრებელი სახლები ზღვაში ჩაიტანა
Tbilisi Daily
ნორვეგიაში, ფინმარკის პროვინციაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ხმელეთის 650 მეტრის სიგანის მონაკვეთი და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლები ზღვაში აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NRK ავრცელებს.
სოფელ კროკნესში მეწყერი 3 ივნისს ჩამოწვა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მეწყერის ჩამოწოლა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლები ძირითადად დამსვენებლებისთვისაა განკუთვნილი.