Post

Tbilisi Daily

მოქალაქეებს “სითი პარკის” ჯარიმები ჩამოეწერებათ. თბილისის მერიასა და კომპანია “სითი პარკს” შორის ოფიციალურად ურთიერთობა 2007 წელს დაიწყო. იმ დროისთვის დადებული ხელშეკრულებით, კომპანია ქალაქის მიმართ სხვადასხვა სახის ვალდებულებებს იღებდა, სანაცვლოდ მისი გაწყვეტის შემთხვევაში კი, მერიას „სითი პარკისთვის“ 25 მლნ ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაკისრებოდა. “სითი პარკმა” აღებული ვალდებულებების უმეტესი ნაწილი ვერ და არ შეასრულა. თბილისის მერიასა და „სითი პარკს“ შორის დავა 2015 წელს დაიწყო. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თბილისის მერი დავით ნარმანია გახლდათ. ამ თემას აქტულურობა, არც ახალი მერის, კახი კალაძის პერიოდში დაუკარგავს. 2018 წლის 10 აპრილს კომპანიას ხელშეკრულება საბოლოოდ შეუწყვიტეს, აღნიშნულზე დავამ კი სასამართლოში გადაინაცვლა. დღეს, თბილისის მერის განცხადებით, მერიასა და „სითი პარკს” შორის მოლაპარაკება წარმატებით შედგა. შეთანხმების შედეგად წამოიღეს ევაკუატორები, სამკერდე კამერები, ტერმინალები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ სისტემის სამართავად არის საჭირო. გარდა ამისა, მათ შეისყიდეს ათასობით ჯარიმის მოთხოვნის უფლება, რომლებიც თბილისიის მერიის გადაწყვეტილებით მოქალაქეებს საბოლოოდ ჩამოეწერებათ. #თბილისი #თბილისისმერია #სითიპარკი #ჯარიმები #tbilisidaily #news