"გამისკდა გული" - რას წერს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი
Tbilisi Daily
საფრანგეთში მოღვაწე ქართველი პედიატრი ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში წერს:
„გამისკდა გული!
ვინმე ქეთი „ექიმი“ 1 კვირის ახალშობილს ტვინს ურყევს და ამას მშობლები აპლოდირებენ, იმის მაგივრად რომ უჩივლონ!
გავარკვიე, ანტივაქსერების სექტაც ყოფილა, ამისთანებმა შემოაბრუნეს დავიწყებული საშიში დაავადებები! მოკლედ, სასწრაფოდ უნდა შველა ამ ბავშვებს! დედებს ავუხსნათ, რა საფრთხეს უქმნიან საკუთარ შვილებს ამ ვაი-ექიმის ხელში“, – წერს ქეთი ლობჟანიძე.
ქეთი ლობჟანიძემ ეს კომენტარი მთაწმინდის პარკში გადაღებული ფოტოების სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ დაწერა. ფოტოებზე ჩანს როგორ ავარჯიშებს ახალშობილ ბავშვებს უცნაური მეთოდით ქეთევან მერაბიშვილია. მის მიერ დანერგილ ე.წ. მაუგლის მეთოდებს არაერთი მედიკოსის აღშფოთება მოჰყვა.