სომხეთში კორონავირუსის 715 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ოთხი პაციენტი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 715 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ოთხი პაციენტი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“ 56 451 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 1300-ზე მეტი გარდაიცვალა, ხოლო 45 824 გამოჯანმრთელდა.