ახლა აუცილებლად უნდა ვიყოთ ქუჩაში, არჩევნები არ დამთავრებულა - თინა ხიდაშელი

Pirveliradio Ge

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ არჩევნები არ დამთავრებულა ახლა ქუჩაში დგომა აუცილებელია. ამის შესახებ განცხადება ხიდაშელმა, "მთავრი არხის" ეთერში, ეკა კვესიტაძის საარჩევნო გადაცემაში საუბრისას გააკეთა. "ახლა ქუჩაში აუცილებლად უნდა ვიყოთ. ერთი წამით არ ვაპირებ ეჭვქვეშ ამის აუცილებლობის დაყენებას . თუნდაც იმიტომ უნდა ვიყოთ, რომ ოპოზიციის ამომრჩეველი ჯამურად მობილიზებული იყოს მეორე ტურებისთვის, თუნდაც მიტომ, რომ იმედი არსებობდეს, ბრძოლა ჩანდეს ... სამ ფრონტზეა საბრძოლი - მეორე ტურების მოსაგებად , არჩევნები არ დამთავრებულა" – ამბობს ხიდაშელი.