გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი გამოვიდა ინიციატივით შეიქმნას ურთიერთდახმარების ევროპული ალიანსი ისეთ კრიზისებზე გასამკლავებლად, როგორიც მაგალითად კორონავირუსია.
გერმანელი მინისტრის მოსაზრებით, ახალი ორგანიზაცია შესაძლოა იყოს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის (ნატო) ერთგვარი სახეობა ჯანდაცვის მიმართულებით. მისი თქმით, სწრაფი და ეფექტური ურთიერთდახმარების გაწევის მიზნით, აუცილებელია შეიქმნას ერთიანი სტრუქტურები, რომელთა საშუალებით შესაძლებელი იქნება სფეროს ექპსერტების, ექიმების საჭირო მიმართულებით დროული მიმართვა და რესურსების მობილიზება.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სურს გააფართოვოს დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის საქმიანობა და მისგან ვირუსოლოგიის საერთო ევროპული ინსტიტუტი შექმნას.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
new
alliance
healthcare
Germany
initiative
headline