ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში.
Zugdidi Daily
ზუგდიდში, ცენტრალურ მოედანთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგადად ასაკოვანი ქალი დაშავდა.
ქვეითა გადასასვლელზე ქალს ჯიპის მარკის ავტომობილი დაეჯახა.
თვითმხილველების თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ავტომობილი შესახვევიდან გამოდიოდა.
დაშავებულ ქალს გონება არ დაუკარგავს და მას, სავარაუდოდ, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები.
#ზუგდიდი #ცენტრალურიმოედანი #ავტოსაგზაოშემთხვევა #დაშავრბული #სამართალდამცავები #zugdididaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com